
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ინტერნა არის ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინტერიერის დიზაინსა და მყარი ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს. გვსურს, რომ მომხმარებელს შევუქმნათ თანამედროვე ცხოვრებაზე მორგებული, დახვეწილი და მაღალფუნქციური საცხოვრებელი გარემო.
ჩვენი გუნდი მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ქმნის ინტერიერს, რომელიც უძლებს დროსა და გამოწვევებს.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უმაღლესი ხარისხი და გამჭვირვალობა პროექტის მართვის ნებისმიერ ეტაპზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთავაზობთ რემონტისა თუ ავეჯის დამზადების პროცესის სრულყოფილ მონიტორინგს ციფრულად - სახლიდან გასვლის გარეშე.