INTERNAINTERNA
/
დაგვიკავშირდით

მთავარი სივრცის ცენტრი - ტელევიზორის კედელი

მთავარი სივრცის ცენტრი - ტელევიზორის კედელი

მისაღებ ოთახში ტელევიზორი ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია, თუმცა გამორთვის შემდეგ, კედელზე მიმაგრებული უფუნქციო ნივთი ხანდახან თვალში ცუდად მოსახვედრია. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ კაბელები და დენის წყაროც ხილვადია, რაც, საერთო ჯამში, ოთახში ესთეტიკისა და სიმყუდროვის შეგრძნებას არღვევს.

კედლის ჭკვიანური და დახვეწილი დიზაინის სწორად დაგეგმვითა და საინტერესო გადაწყვეტით ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია.

ბუხარი ჩაშენებულ TV-კედელში

ტელევიზორი თანამედროვე ელექტრობუხრის ზევით, ისე იკიდება, რომ გამორთულ მდგომარეობაში არც კი ჩანს.

ამგვარი გადაწყვეტა გონივრული არჩევანია, სადაც თანხვედრაშია ინტერიერის თანამედრობე დიზაინი და უახლესი ტექნოლოგიები.

ამ მიდგომას ჯონ ბატერვორთიც (Arada Stoves-ის დირექტორი) იზიარებს, რომ ბრტყელეკრანიანი ტელევიზორისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბუხრის კომბინაციით სივრცეში სრულყოფილი ბალანსი გარანტირებულია.

ტელევიზორის კედელი — ხის კონსტრუქცია

ბუნებრივ მასალას, როგორიცაა ხე, შეუძლია, ისეთი მიმზიდველი ფონი შექმნას, რომ ტელევიზორი შეუმჩნეველი დარჩეს.

მხატვრული კედელი, რომელიც ხის ეკოლოგიურად სუფთა პანელებისგან მზადდება, ინტერიერის კედლის გაფორმების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

„სასურველია დიდი ტელევიზორი, მაგრამ გასათვალისწინებელია პროპორციებიც, როგორ ჩაჯდება მთლიან კედელში“, — გვირჩევს გარი უოლმსლი — დიზაინერი, „უოლსის“ მმართველი დირექტორი. გარდა ამისა, აუცილებელია ტელევიზორის ფუნქციონირებისთვის საჭირო დეტალებისთვის ადგილის განსაზღვრაც: დენის წყარო, კაბელები, რომლისთვისაც მოწყობილობის უკან არსებულ სივრცეს აითვისებთ, ან მათთვის პლასტმასის სპეციალურ ყუთს გამოიყენებთ.

ტელევიზორის კედელი — კომპაქტური სივრცეები თუ არ გაქვთ ტელევიზორისთვის ცალკე კედელი და არც დამატებით სათავსოზე იტყოდით უარს, შეგვიძლია, მათი გაერთიანება შემოგთავაზოთ.

ტელევიზორი კედელში ჩაშენებულ კარადაზე მოარგეთ და ასე, კომპაქტურად და კონცეპტუალურად გადაჭერით პატარა სივრცის პრობლემა.

ფიქრობთ ინდივიდუალურ ავეჯზე?
დაჯავშნეთ უფასო გაზომვა.
დაგვიკავშირდით →

წაიკითხეთ შემდეგ

როდის და რატომ არის საჭირო ინტერიერის დიზაინერი ?

როდის და რატომ არის საჭირო ინტერიერის დიზაინერი ?

Oct 2026
შირმა — ფუნქციური და ესთეტიკური გადაწყვეტა სივრცის გადასანაწილებლად

შირმა — ფუნქციური და ესთეტიკური გადაწყვეტა სივრცის გადასანაწილებლად

Sep 2026