INTERNAINTERNA
/
Enquire

შირმა — ფუნქციური და ესთეტიკური გადაწყვეტა სივრცის გადასანაწილებლად

შირმა — ფუნქციური და ესთეტიკური გადაწყვეტა სივრცის გადასანაწილებლად

მიუხედავად იმისა, რა ტიპის საცხოვრებელი სივრცე გაქვთ და რამდენად მორგებულია ის თქვენს გემოვნებაზე, ინტერიერის დიზაინში ცვლილებების სურვილი, რაღაც პერიოდის შემდეგ, ბუნებრივად დგება.

მინიმალური ჩარევით, რადიკალური ტრანსფორმაცია კი, სივრცის გამყოფი დეკორაციული კედლით, ანუ შირმით საუკეთესო გამოსავალია: იზოლაციისთვის, სიმყუდროვისთვის, ოთახის ზონებად დაყოფისთვის.

დასაკეცი შირმები და სივრცის გამყოფები შეიძლება იყოს: შუშის, ხის, პრინტითა თუ სხვა დეტალებით გაფორმებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — თქვენს გემოვნებასა და თქვენი სივრცის ინტერიერზე მორგებული.

თუ მიმდინარე მოცემულობით, თქვენს სივრცეში არაკომფორტული განლაგებაა, გსურთ პირადი სივრცის მეტად შემოსაზღვრა, არასასურველი დეტალების დამალვა, ან უბრალოდ, სიახლე, ინტერიერის დიზაინში შირმის გამოყენებას ჩვენ უპირობო რეკომენდაციას ვუწევთ.

ოთახის გამყოფები, ასევე, საერთო სააბაზანოებში, საძინებელში, დასასვენებელი და სამუშაო სივრცეების გასამიჯნად, ეფექტურია. მით უფრო, რომ პროფესიონალურ ინსტალაციას არ საჭიროებს და როცა მოგესურვებათ, უბრალოდ, დაკეცავთ და აიღებთ.

აქვე, შირმის სხვადასხვა ვარიანტსაც შემოგთავაზებთ:

ვერტიკალური, ნეიტრალური დიზაინით

ნეიტრალური სივრცე ხანდახან რაღაც შემოქმედებით აქცენტს მოითხოვს. ამ შემთხვევაში, დიზაინერმა ნიუ-იორკის ლოფტის მისაღებ ოთახში სიმყუდროვის შესატანად ასეთი თაროებიანი შორმა შემოგვთავაზა.

შირმა შუშის დეტალებითა და გადასაცურებელი მექანიზმით

ყინვაგამძლე მინის ეკრანი ესთეტიკურ ღირებულებასა და სიმყუდროვის ელფერს ჰმატებს ბევერლი ჰილზის სასადილო სივრცესაც. ვინტაჟური შირმა

ეს ჯონათან ადლერის, ამერიკელი კერამიკოსისა და ინტერიერის დიზაინერის სახლის ერთ-ერთი კუთხეა. ინტეგრირებულია ვინტაჟური შირმა, რომელიც იდეალურ ვიზუალურ გადაწყვეტად შეგვიძლია, განხივილოთ.

მინიმალიზმი და კონტრასტული ფერები

ტექსტუირებული დასაკეცი შირმა მკვეთრ ფერში — თანამედროვე, ურბანული და ეფექტური გადაწყვეტაა ინტერიერის დიზაინში.

ლითონის გამოყენება ინტერიერის დიზაინში, დღემდე, პოპულარობას ინარჩუნებს და ნებისმიერ სივრცეს ელეგანტურსა და სასიამოვნოს ხდის.

Thinking about a custom piece?
Book a free on-site measurement.
Get in touch →