INTERNAINTERNA
/
Enquire

როდის და რატომ არის საჭირო ინტერიერის დიზაინერი ?

როდის და რატომ არის საჭირო ინტერიერის დიზაინერი ?

თუ სივრცის განახლება გადაწყვიტეთ და გსურთ, ვიზუალური ცვლილებების გარდა, მისი ფუნქციური დატვირთვაც გაზარდოთ, მაშინ იდეალური დროა, ინტერიერის დიზაინერს მოუხმოთ! ამ პროფესიის ადამიანებმა ხომ ზუსტად იციან, როგორ სრულყონ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური დიზაინერული გამოსავალი.

დღესდღეობით, გავრცელებული, მარტივი პრაქტიკაა, სახლისა თუ ნებისმიერი სივრცის ონლაინ სივრცეში მოკვლეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოწყობა, თუმცა კომპეტენტური ადამიანის ჩართულობის გარეშე, დიდი რისკია, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი თავად წინასწარ ვერ განსაზღვროთ და საბოლოოდ, მიიღოთ დროში გაწელილი პროცესი, საკმაოდ დიდი ხარჯები და შედეგი, რომლითაც უკმაყოფილო ხართ! იმიტომ, რომ სივრცის მოწყობაში ინტერიერის დიზაინერის როლი კრიტიკულია!

უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, ინტერიერის დიზაინერის ამოცანაა, საფუძვლიანად შეისწავლოს სივრცესთან დაკავშირებული ნებისმიერი წვრილმანიც კი: სივრცეების ზონირებად დაყოფა, ფსიქოლოგიურ-ესთეტიკური გარემო, ბუნებრივი და ხელოვნური განათება, ვენტილაცია, ავეჯი და სხვ. მხოლოდ ყველა დეტალის წინასწარ გათვალისწინებისა და გაანალიზების შემდეგ ხდება შესაძლებელი თქვენთვის ოპტიმალური გარემოს დაგეგმვა/მოწყობა.

მიუხედავად იმისა, სივრცეში რა ტიპისა და მასშტაბის ცვლილება გსურთ, უცვლელი რჩება ინტერიერის დიზაინერის ჩართულობის აუცილებლობა. ანუ, თუ სივრცეში პატარა დეტალის კორექტირება გაქვთ გადაწყვეტილი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე მარტივადაა და მისი გადაწყვეტა საკუთარი ძალებითაც შეგიძლიათ. ზომა, ფორმა, სტილი, ფერი, ფაქტურა — ეს ყველაფერი რომ ჩვენს განწყობაზე გავლენას ახდენს… ამიტომ, ინტერიერის დიზაინერს, გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, აუცილებელია, საშუალება მისცეთ, თქვენს სპეციფიკურ კანონზომიერებებზე მორგებული რეკომენდაციები წარმოგიდგინოთ როგორც პრაქტიკულობის, ასევე ბიუჯეტის ჭრილში.

როდესაც სახლს იშენებთ, ასეთ დროს, აუცილებელია პროცესში არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის ერთდროული მუშაობა — თავიდანვე სწორად რომ დაიგეგმოს ყველა მომდევნო ტექნიკური თუ შემოქმედებითი ნაბიჯი. მხოლოდ ამ ორი პროფილის ადამიანის გონივრულ გადაწყვეტილებებს შეუძლია, სრულყოს ზუსტად ისეთი სახლი, როგორიც გსურთ და გჭირდებათ.

Thinking about a custom piece?
Book a free on-site measurement.
Get in touch →

Read next

Oct 2026

Sep 2026